ოპოზიციის მავნებლობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ –

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, – აცხადებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი .
მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესს ხელი შეუშალოს.
„მას შემდეგ, რაც, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ყველა საკითხი შეჯერდება, სამოქმედო გეგმაც გასაჯაროვდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა ფიქსირდება. როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს სურვილი, რომ მას ევროპული მომავალი ჰქონდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს და ამ დროს ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა. მათი მავნებლობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გავიდეს, მშვიდობა შევინარჩუნოთ, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად