ოპოზიციის ლიერების პოლიტიკური დევნა ავტორიტარული ტაქტიკაა – ევროკომისიის სპიკერი საქართველოზე

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას და ამას „ავტორიტარულ ტაქტიკას“ უწოდებს.
„საქართველო: ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს“, – წერს ანიტა ჰიპერი პლატფორმა X-ზე.
„ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება“, – აცხადებს ევროკომისიის სპიკერი.
ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებულები.
· ს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის დღეს, 24 ივნისს დააპატიმრეს.
· სა და ბადრი ჯაფარიძეს – რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი გუშინ, 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…