ოპოზიციის ლიდერები ამ ბოლო დროს სამწუხაროდ აღარ გამოირჩევით ისე როგორც ადრე უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით.თვალს გადევნებთ ვხედავთ და რა თქმა უნდა არა მარტო მე (მე ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარ) ეს უკვე ღიად და აშკარად ჩანს რომ არ გინდათ გაანაწყენოთ ტრამპის ახლანდელი მთავრობა, რესპუბლიკელი სენატორები და ასე შემდეგ. იმის გამო რომ პენსიონერმა უილსონიმა რაღაც პოსტი დაწეროს თქვენი მხარდამჭერი . დამიჯერეთ შეცდომას უშვებთ, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ვართ მიბმულები უკრაინის გამარჯვებაზე, სადაც ჯერჯერობით სწორი პოზიცია უკავიათ ევროპელ ლიდერებს. მე ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებთ, თითქმის ისეთს როგორც ქოცებს, ვიმეორებ “თითქმის ისეთს” იმედია ხვდებით რომ ეს პოსტი მარტო ჩემი აზრის გამოხატვაა არაა. უკრაინა არ წავიდა კაპიტულაციაზე და არც წავა, სულ რომ ტრამპი და რუბიო თავზე დადგნენ (თუ მოასწრეს, ეგ ცალკე საკითხავია) იფიქრეთ, იფიქრეთ პატივცემულებო. იმედია ვცდები და თქვენგან მოვისმენ რომ ყირიმი უკრაინისაა. მითუმეტეს ეს თემა ორი დღეა უაღრესად აქტუალურია. დიდება ჩვენ სამშობლოს დიდება უკრაინას
