ოპოზიციის ლიდერები ღამის 10 საათამდე გმირთა მოედნის გადაკეტვას აანონსებენ

თბილისში შაბათს, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყო ოპოზიციური პარტიების დაანონსებული საპროტესტო დემონსტრაცია ხელახალი ს მოთხოვნით.
ოპოზიციის ლიდერებმა, მ და მ 16:00 საათისთვის მოუწოდეს აქციაზე შეკრებილებს, გადაინაცვლონ გმირთა მოედანზე, ვარაზისხევის გავლით, და ღამის 10 საათამდე გადაკეტონ საავტომობილო მოძრაობა.
მოგვიანებით ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მოძრაობა 11 საათამდე იქნება გადაკეტილი.
გმირთა მოედანი ერთ-ერთი ძირითადი კვანძია სატრანსპორტო – საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მოძრაობისათვის.
ელენე ხოშტარიას თქმით, მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას დღეს საღამოს გააცნობენ საზოგადოებას.
ზურა ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს – დეტალებს კი მოგვიანებით გააცნობენ საზოგადოებას.
25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ფორუმი