ოპოზიციის ლიდერები ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს.
„მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია [შეხვედრა] ერთი საათით ადრე დიდი აქციამდე, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შესახვედრად, რამდენიმე წუთის წინ მივიდა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
“არჩევნები მიტაცებულია რუსულ სტილში და ამას ქართველი ხალხი არავის აპატებს. ამას გაყალბება არ ჰქვია, ამას ჰქვია სისტემური მიტაცება და ძალიან ბევრი დაღღვევის ფაქტია, რის შესახებაც ინფორმაციას მივაწვდით მეგობრებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები და . ასევე, შეხვედრაზე იმყოფებიან “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც – და თინა ბოკუჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას