ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, შესაძლოა, ციხეში ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით აღმოჩნდნენ –

ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, შესაძლოა, ციხეში ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით აღმოჩნდნენ –
პროევროპული აქციების მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. “რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსურიცაა, ამისთვის იღებენ დრაკონულ კანონებს” – განაცხადა მან. ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” 5000-ლარიან ჯარიმებსა და სისხლის სამართლის დევნას აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შეზღუდვისთვის იყენებს.
“მშვიდობიანი მომიტინგეები დიდ ჯარიმებს იღებენ, საუბარია 5000 ლარზე, როცა მინიმალური ხელფასი 200 ლარია, საშუალო ხელფასი კი – 1500 ლარი. ყველა ჯერზე, როდესაც რუსთაველის გამზირს კეტავ, შეიძლება დაჯარიმდე და ზოგიერთისთვის ჯარიმის ღირებულება 5-ჯერ, 7-ჯერ, 10-ჯერ იზრდება. ეს ზომების სპეციალურად არის მიღებული, რათა ფინანსურად დააზიანოს აქტივისტები და მათი ოჯახები.
მოსახლეობის მიერ მათ მხარდასაჭერად შექმნილი სოლიდარობის ფონდები დაყადაღებულია. მიმდინარეობს აქტიური კონტროლი აქტივისტებისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაფინანსების წყაროებზე. ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, შესაძლოა, ციხეში ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით აღმოჩნდნენ. მათ შორის დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერიც [] მოხვდა, რომელსაც სისხლის სამართლის დევნით დაემუქრნენ, რადგან მას [ხაზარაძეს] არ სურს, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის ცნობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?