,, ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად მიჩნეული პრეზიდენტი ადასტურებს რომ სრულიად დაბნეულია” – ზურაბ გურული

,, ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად მიჩნეული პრეზიდენტი ადასტურებს რომ სრულიად დაბნეულია” –
-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,რა ფატალურ ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს პროქართული პოლიტიკური სპექტრი:
——————————————
1. საუბრობს არჩევნებზე, რაც სრული აბსურდია არაერთი თვალსაზრისით. კერძოდ:
ა) 5 თვიან მშვიდ ფორას აძლევს მთავრობას რეპრესიებისათვის და მასიური გაყალბების მოსამზადებლად;
ბ) აანონსებს გადამწყვეტ ბრძოლას საბოლოო ზღუდესთან და აღარ იტოვებს არცერთ სათადარიგო გეგმას წაგების შემთხვევაში;
გ) არ ფიქრობს იმაზე, თუ რა არასასურველი მოვლენები შეიძლება განვითარდეს მსოფლიოში შემდეგი 5 თვის განმავლობაში;
დ) არავითარი ულტიმატუმი არ გააჩნია ს პროცესის ლოგისტიკასთან დაკავშირებით;
ე) მორჩილად მიჰყვება მთავრობის პოლიტიკურ კონტექსტს, რაც თავისთავადაა კონსტიტუციის დარღვევა, რადგან მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან;
ვ) არ ეუბნება საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოცემულ სიტუაციაში არჩევნების მინიმალურ დემოკრატიულ სტანდარტებში ჩატარებაც კი შეუძლებელია, რადგან პოლიციის სპეცრაზმის უფროსიც კი ღიად აცხადებს, რომ გასალახი ხალხის სიები აქვს თავისი ხელმძღვანელობისაგან.
2. ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად მიჩნეული პრეზიდენტი ადასტურებს რომ სრულიად დაბნეულია; არანაირი გეგმა არ გააჩნია კრიტიკული სიტუაციის სამართავად და უბრალოდ იმისათვის, რომ რაღაც აკეთოს, ხან არჩევნების თემაზე მიაწყდება, ხან რაღაც აბსურდულ რეფერენდუმს, რომელმაც უკვე დამტკიცებული რეალობა რატომღაც კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს.
ა) უდიდესი შეცდომაა პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებდეს კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების გადაწყვეტილებას. მას არ გააჩნია ამის არანაირი გამოცდილება.
ბ) ვინაიდან პრეზიდენტმა ითავა ოპოზიციის ფორმალური ხელმძღვანელობა, იგი ვალდებულია შექმნას სპეციალური საბჭო, რომელიც პარიტეტულ საფუძველზე მიიღებს კრიტიკულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
გ) თუ პრეზიდენტი ოპოზიციის მეთაურის სახელით მიმართავს მსოფლიოს, მაშინ იურიდიულად და პოლიტიკურად გაუგებარია, რატომ არ უწოდებს ე.წ. ქარტიაზე ხელმომწერებს ჩრდილოვან, ტექნიკურ მთავრობას; რატომ არ ქმნის ალტერნატიულ პოლიტიკურ დისკურსს და რატომ რჩება კონსტიტუციის დამრღვევთა პათოლოგიურ პოლიტიკურ რეალობაში.
3. და ბოლოს, კიდევ ერთხელ!
ოპოზიციის მთავარი ფატალური შეცდომა არის ის ფაქტი, რომ მათ მთავრობასთან ერთად დასტოვეს კონსტიტუციის ფარგლები და მათთან ერთად ცდილობენ რაღაც ახალი, ფანტასმაგორიული პოლიტიკური რეალობის შექმნას ე.წ. „არჩევნების“ თემით. ეს წამოწყება აუცილებლად დასრულდება კატასტროფით.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება