,, ოპოზიციის დღევანდელი ლოზუნგი ასე ჟღერს – არა საფრანგეთს, კი ბარბადოსს” – რატი იონათამიშვილი

,,ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,იმდენად უჭირს არგუმენტებში ოპოზიციას, რომ დღეს ერთი “ქარდის” ფერების დონემდე დაეცა მათი პროპაგანდა, მათივე პარტიული ტელევიზიებისა და პოლიტიკური ენჯეოების ჩათვლით. ცალკე ტრაგიზმია, რომ ესენი მალე საფრანგეთს, დროშის ფერების გამო (trois couleurs), “რუსულს” დაუძახებენ, ხოლო ბარბარბადოსის დროშას გულზე დაიხატავენ, მაგრამ, სინამდვილეში, ამ ერთი შემთხვევიდან კარგად ჩანს, როგორ მძიმედ აქვთ მათ საქმე. როგორი უშინაარსო და ხელოვნურია მათი რიტორიკა. დაცლილი ყოველგვარი არგუმენტებისგან.
ოპოზიციის დღევანდელი ლოზუნგი ასე ჟღერს – არა საფრანგეთს 🇫🇷 კი ბარბადოსს🇧🇧”

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში