ოპოზიციის გეგმებში რევოლუციური სცენარები ისევ შედის, რადგან ლეგიტიმურად, არჩევნების გზით ისინი ვერანაირად მოვლენ ხელისუფლებაში და რევოლუცია მათ ხელისუფლების შესაცვლელად სჭირდებათ

ოპოზიციის გეგმებში რევოლუციური სცენარები ისევ შედის, რადგან ლეგიტიმურად, ს გზით ისინი ვერანაირად მოვლენ ხელისუფლებაში და რევოლუცია მათ ხელისუფლების შესაცვლელად სჭირდებათ
ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის გეგმაზე გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც დეპუტატი აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ გუნდს აქვს ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და რევოლუციური სცენარის სისრულეში მოყვანა.
„როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის გეგმებში რევოლუციური სცენარები ისევ შედის, რადგან ძალიან კარგად დაინახეს მმართველი პარტიის მიმართ ხალხის მხარდაჭერა და ზუსტად აცნობიერებენ, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით ისინი ვერანაირად მოვლენ ხელისუფლებაში და რევოლუცია მათ სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ რამენაირად ხელისუფლება შეცვალონ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ს იძულებას შეიწყალოს . „სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის ხოლმე ასეთი მოთხოვნები. იგი ცდილობს, საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც მონაწილეობს ამ ფარსში დახმარებას იმისათვის, რომ შექმნას დადებითი აღქმა მოსახლეობაში – თურმე ის არა საკუთარი ნება-სურვილით, არამედ ხალხის მოთხოვნით იწყალებს სააკაშვილს, რაც რა თქმა უნდა, ტყუილია. მისი შეწყალება დამოკიდებული იქნება, მხოლოდ უცხოელი პატრონისგან მიღებულ დავალებაზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Previous: პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა