ოპოზიციის გეგმა – სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ “ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიისგან მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ, მცდელობის მიუხედავად, “ლელოს” და გიორგი გახარიას პარტიისგან მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება და ისინი ვერც ე.წ. შუაშისტური პარტიის სტატუსით დაიკავებენ ადგილს. მიზეზად “ქართული ოცნება” იმას ასახელებს, რომ “ლელოც” და გახარიას პარტიაც, რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ მყოფი პოლიტიკური სუბიექტები არიან.
“ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობასა და საერთო პოლიტიკურ ინტერესს “ლელოც” და გახარიას გუნდიც უარყოფს. დღეს ორივე პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ არ არიან და დამოუკიდებლად მოქმედებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გახარიას და “ლელოს” გუნდის წევრები საჯაროდ შეგნებულად ემიჯნებიან “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს მოქმედებაც მათი საერთო მიზანი და პოლიტიკური ინტერესია. მმართველ გუნდში ამ ფაქტის ერთ-ერთ მტკიცებულებად პარტია “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ პიარ კონსულტანტთან ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას ასახელებენ.
“ლელოსთან” და გახარიას პარტიასთან საჯარო სივრცეში დისტანცირებას ცდილობს ხაბეიშვილის პარტია. “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ამტკიცებენ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორები არ არიან. თუმცა, ასე არ ფიქრობენ სხვა ოპოზიციურ ძალებში. “გირჩი” ხაზარაძეს ურჩევს, “ნაციონალურ მოძრაობაში” პორტირებაზე იფიქროს.
2024 წლის არჩევნებში, ოპოზიციის ნებისმიერი გადაჯგუფების შემთხვევაშიც კი, მათ შანსებს სკეპტიკურად უყურებენ “ქართულ ოცნებაში”. მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დარწმუნებულია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა