ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“

ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უამრავი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადადგეს და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ლავროვის განცხადებაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირი.
ლავროვი რა საკვირველია ეგრე იტყვის, მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ხელს არ შეგვიშლის პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რა საკვირველია ეს არ არის ცუდი მესიჯი. მთავარია როგორ გამოიყენებ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა