ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, ყველას კარგად ახსოვს, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ

ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, ყველას კარგად ახსოვს, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ
ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, მათ ავალებენ ხოლმე ბრიუსელში ჩასვლას იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის სახელით ისაუბრონ ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამას აკეთებენ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ოპოზიციის რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება, ვინაიდან ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება აქვთ შესასრულებელი და დიდი არჩევანი არ აქვთ.
„ყველას კარგად გახსოვთ, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ჯერ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებას, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნას. აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც არის ამ შემთხვევაშიც, თავიდან ბოლომდე გარე დაკვეთა. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ეს. ქართველი ხალხის თვალში მათ რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება ასეთი პროცესები – ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება არის დავალება და როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, ბუნებრივია, დიდი არჩევანი არ გაქვს,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული