ოპოზიციის აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ კარვები უფრო მეტია, ვიდრე იქ შემსვლელი ადამიანები

თბილისში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქცია და ჭავჭავაძის გამზირის კარვებით გადაკეტვა შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ერთი და იგივე ადამიანი როდესაც რამდენიმე კარავში შედის, კარუსელს ქმნის.
„ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩვეულ სტილში განხორციელებულ არათანმიმდევრულ ქმედებებს. ჯერ ერთი ხალხს ეუბნებიან აგვირჩიეთ, პარლამენტში რომ შევიდეთო და მერე კარავში შედიან. მოგვიანებით ხვდებიან, რომ არც კარავში, არც ქუჩაში და არც პარლამენტში მათი ადგილი არ არის და იწყებენ ამ რადიკალურ პროცესებს.
ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს – ამ კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვნახეთ – კარვები უფრო მეტი იყო, ვიდრე იქ შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, ერთი და იგივე ადამიანი როდესაც რამდენიმე კარავში შედის, იქმნება კარუსელი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მანვე კომენტარი გააკეტა 4 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება მოითხოვეს. „მტრობს ეს ხალხი ქვეყანას და სამწუხაროდ, ამას არც მალავენ. ესაა ის, რაც შემიძლია ვთქვა წერილზე. მეორე მხრივ, ოპოზიციას, სურვილი როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში, შეუძლია წერილის სახით საახალწლოდ გაუგზავნოს თოვლის ბაბუას და იქნებ საჩუქრების სახით რაიმე მაინც მიიღონ, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის საჩუქარს ვერ მიიღებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს