26
ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ოპოზიციის აქტივისტი კი არა, ეს იგივე კაცია “ცოცხალი არ მივალ სახლში, ეს ფილმი თუ გავიდაო” – ლევან აკინის ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”, სადაც ანა სუბელიანს თავი გაუტეხეს, უმცირესობებზე ძალადობრივი აქციების მონაწილე.
ეს დებოშიც და უცნობის მიერ სინოდის წევრების მოღალატეებად შერაცხვაც, პატრიარქის გარდაცვალებით შექმნილი ავტორიტეტის კრიზისის თვალსაჩინოებაა.
დღეს, სიონში, მაშინ როცა იქ იმყოფებოდნენ ქართული ოცნების ლიდერები, მრევლიდან გაისმა შეძახილი, რომ დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს.
პროსახელისუფლებო მედიები, სიონში გაჟღერებული ფრაზების ავტორზე, წერენ:
“პირი, რომელმაც სიონის ტაძარში პროვოკაცია მოაწყო – ირაკლი ხომასურიძეა. წინა ხელისუფლების პირობებში, ერთ-ერთი აქციის დარბევის დროს მან თვალი დაკარგა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მას კომპენსაციის სახით 80 000 გადაუხადა. ხომასურიძე ამჟამად ოპოზიციის აქტივისტია და მათ აქციებში აქტიურად მონაწილეობს.”
(ვიდეო) – “პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ”– შეძახილი სიონში



