“ოპოზიციისთვის ბოლო შანსია, რომლითაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს” – ბექა ოდიშარია

მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით, ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის. თუმცა ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან.
საპარლამენტო უმრავლესობაში პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას მავნებლობას უწოდებენ. მათი თქმით, პროცესის ხელოვნურად ხელშეშლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის წარმატების მიუღებლობა აქვს”.
“ბუნებრივია “ქართული ოცნება” 29-ში არ იწყებს მუშაობას, მუშაობა კარგა ხანია დაწყებულია, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს ყველა მიმართულებით. ველით ოპოზიციას, ველით არასამთავრობოებს. ჩვენ გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, რომ შემოუერთდნენ პროცესს. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. თუ ეს იქნება კონსტრუქციული შემოერთება პროცესში, მე მართლაც ვიწამებ, რომ სასწაულები ხდება. რა თქმა უნდა, არ მინდა წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა – არ მჯერა, რომ შემოუერთდებიან. ჩვენ გვსურს, რომ შემოუერთდნენ, რადგან პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს და ახლა, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის ბოლო შანსია და ზღვარი, რომლითაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, თუ არაა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს ვიმუშავეთ,” – აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კი აცხადებს, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არასწორ მოლოდინებს ქმნიდა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის 9 პუნქტის შესასრულებლად არ იყო კონსტრუქციულად განწყობილი, ახლა უხერხულობის განცდა უნდა ჰქონდეს და საზოგადოებასთან უნდა აღიარონ, რომ შეცდნენ. რაც შეეხება მოლოდინებს, დაესწრებიან თუ არაა ოპოზიციონერები შეხვედრას, სარჯველაძე ვარაუდობს, რომ, ალბათ, ოპონენტების მცირე ჯგუფი იქნება რეალურად გულწრფელად მონდომებული.

ასევე დაგაინტერესებთ

საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, კანდიდატებს მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს და ვინც დააგროვებს შესაბამის ხმებს, წარედგინება პარლამენტს

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და: ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის გადავადებას. სახალხო დამცველს მივმართე, დამეხმარე მეთქი და არ შედის ჩემს უფლებებშიო