ოპოზიცია ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტს აგრძელებს

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ვარაზის ხევის, ჭავჭავაძის, კეკელიძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ოპოზიციური პარტიები პროტესტს აგრძელებენ. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა მ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მ განაცხადეს.
მომდევნო 24 საათის გეგმა პოლიტიკოსებმა აქციის დაწყებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ თქვეს.
„მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს და აქ თითოეულ ჩვენგანზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. დღეს ვრჩებით იქ, სადა უკვე ვართ“, – თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ თქვა, რომ ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც არ აღიარებს ს შედეგს. პრეზიდენტი არჩევნებზე ფარულობისა და საყოველთაოობის პრინციპის დარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი პრინციპის დარღვევის გამო, რასაც ჰქვია არჩევნების და საყოველთაობის დარღვევის გამო. ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ. მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.