“ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, ამას ვერ მოახერხებენ, დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას” – პრემიერი

“ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, ამას ვერ მოახერხებენ, დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას” – პრემიერი
“ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, ამას ვერ მოახერხებენ, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას” – პრემიერი
დღეს, 15:01 50
ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას.
“არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ, ამის შემდეგ, ძალიან მალე, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება, შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც, ბუნებრივია, იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ.
4 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები, მაშინ გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას