“ოპოზიცია, რით დავიმსახურეთ ასეთი უნამუსო შეფასება ამ მართლა ძალიან მამაცმა ხალხმა?!” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
ხალხი აკეთებს მაქსიმუმს! ამ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია გაყურსულია, ხალხი არ გაჩერებულა, იბრძვის! 5 თვეა უკვე იბრძვის. ნუ დაიწყეთ ამ ოპო პარტიებმა თავების თვლა და აქეთ დანამუსება, რომ არასაკმარისია ჩადებული რესურსი. ქოცების საქმეს ნუ აკეთებთ! თქვენ უნდა ჩადოთ პირველ რიგში რესურსი, თქვეეენ! თქვენ უნდა გაიჭრათ წინა ხაზზე, თქვენ უნდა აგლეჯინოთ თქვენი ტყავი რუსულ ომონს, მაგრამ ამას ხალხი შვება თქვენს ნაცვლად! როგორ გიბრუნდებათ ენა, რომ ხალხი დაადანაშაულოთ რამეში?! ხალხი არ გაჩერებულა, იბრძვის, დიდ აქციებზე ისევ ბევრი ხალხი გამოდის და ოპოზიციის ლიდერი აქეთ უწუნებდეს ნამოქმედარს ხალხს, რომ თურმე როგორ ვერ გაამწვავა პროტესტი, უნამუსობაა! არ ვიცი, რით დავიმსახურეთ ასეთი უნამუსო შეფასება ამ მართლა ძალიან მამაცმა ხალხმა?! მოდით და გაამწვავეთ, არავინ დაგიშლით, პირიქით, დავინახავთ, რომ ბრძოლას აპირებთ და დავაფასებთ. სადღაც რომ ზიხართ და იქედან კლავიატურაზე აკაკუნებთ დამამუნათებელ ტექსტებს, ეგ რა პოლიტიკოსობაა?!
აღარ გაბედოთ ხალხზე ისრების გადმონატა, ხალხი თავის მაქსიმუმს აკეთებს და თუ იმაზე მეტს არ აკეთებს, ვიდრე გასაკეთებელია, ეგეც თქვენი ბრალია! უყურებს თქვენს მოქმედებებს, თქვენს დუმილს, თქვენს გაჩერებას და არ უნდა, რომ თქვენ განდოთ ქვეყანა. აღარ გენდობათ! ნდობა იმაზე მეტად დააზიანეთ, ვიდრე 2024-ის ოქტომბერში გქონდათ, სწორედ ამ თქვენი “ხალხთან ვარ, მაგრამ ცოტა ზემოთ” დამოკიდებულებით!