ოპოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს – თამარ ჩიბურდანიძე

ოპოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ 2024 წლის არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს – თამარ ჩიბურდანიძე
„იმ მესიჯებით, რაც მოდის დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებიდან, კონკრეტულად ამერიკიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის გარანტირებული დამარცხება არის 2024 წლის არჩევნებში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. მისივე თქმით ახლაც, როგორც წინა არჩევნებზე, ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.
„რაც უფრო მეტ ბინძურ პოლიტიკას აწარმოებს ჩვენი ოპოზიცია, მით უფრო მეტად დაკარგავენ იმ ამომრჩევლებსაც, რომელიც რაღაც დონეზე დარჩათ. რაც შეეხება ახალ ამომრჩევლებს, გამორიცხულია, ხმებს ვეღარ დაიმატებენ, პირიქით, დააკლდებათ.
ამჯერადაც ოპოზიციის მოლოდინი, როგორც ყოველთვის, არ გამართლდა. მესმის კრიტიკა, პროგნოზი, მოლოდინი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სცეს პატივი. რასაც ამ დღეებში ვკითხულობდი სოციალური ქსელით თუ ვისმენდი მათი მედია-საშუალებებით, ამით საკუთარ ღირსებას შეურაცხყოფდნენ. აქედან გამომდინარე ოპოზიცია არაერთხელ დამარცხდა თავის მოლოდინებში, უდიდესი იმედგაცრუების საარჩევნო წელი ელით. რაც ძალიან კარგად იციან, უბრალოდ სხვა გზა არა აქვთ და მაქსიმუმს აკეთებენ, სისხლს იდენენ, რომ როგორმე რაღაც ხმები მოიპოვონ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, დანარჩენი ოპოზიცია კი იბრძვის რომ, როგორმე ეს ბარიერი გადალახონ და მოიპოვონ საპარლამენტო მანდატები. ახლაც, როგორც წინა არჩევნებზე ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. იმისთვის თუ როგორ აატალახონ ქუჩა, როგორ დაიწყონ გამოსვლები და როგორ გამოაცხადონ არჩევნები გაყალბებულად.
იმ მესიჯებით რაც მოდის დღეს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებიდან, კონკრეტულად ამერიკიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის გარანტირებული დამარცხება არის 2024 წლის არჩევნებში,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
Next: საქმე, რომელიც ს ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები