ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ ეროვნული ინტერესებით – პაპუაშვილი

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა, არ ფიქრობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებზე, გამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 2010 წლის ეუთოს სამიტში ლავროვთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
„იმ პირობებში, როცა ომიდან გასული იყო ორი წელი, მონაწილეობდნენ ასტანის სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ც. ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა, თუმცა მათთვის სახელმწიფოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველას გვახსოვს, რა იყო მათი პოლიტიკა – ვიზები გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ესეც დათმეს. „ნაციონალური მოძრაობა” არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.