ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოში დესტაბილიზაცია, დაძაბულობა მათ მხარდამჭერებსაც არ აწყობთ

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოში დესტაბილიზაცია, დაძაბულობა მათ მხარდამჭერებსაც არ აწყობთ
ოპოზიცია, რამდენიმე წელია, იმ რეჟიმშია, როდესაც უკან გამოსვლა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პროცესები იმ მიმართულებით ვითარდება, რომელიც მათ არ აწყობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, სურათი ნათელი ჯერ არ არის, მაგრამ ომის და დესტაბილიზაციის დამფინანსებლები კიდევ არიან.
„ომის პარტია ამ დესტრუქციას და დესტაბილიზაციას კიდევ უჭერს მხარს. მათი ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს, რომ საბოტაჟი მოაწყონ. რასაკვირველია, გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავთ, რომლებიც მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომ მისცეს ხმა და ამიტომ გამოიყო მათთვის ბიუჯეტიდან თანხები. მათი მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა. დარწმუნებული ვარ, ისეთი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან, რომ ამ პროცესში ჩაერთვებიან. შეიძლება, არ მოგვწონდეს, რომ ოპოზიციის სრული სპექტრი პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა არის ამის ალტერნატივა. ამის ალტერნატივას რომ გაჰყვე და სასწორის მეორე პინაზე დადო რიგგარეშე , ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ღალატობ, რადგან ნგრევა და ეკონომიკური უკუსვლა, რომელიც ამას მოჰყვება, შეუქცევადი იქნება, ვინაიდან მთავარი ამოცანაა, დესტრუქცია მოახდინონ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ“, – განაცხადა მ.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებსაც უბრალო პირობებით არ ითხოვენ.
„მათი პირობაა, რომ საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია, სასამართლო გაჩერდეს და ყველაფერში უცხოური ძალა ჩაერთოს. მათი მხარდამჭერი სტრუქტურა, დაწყებული ევროპარლამენტიდან და კონკრეტული სტრუქტურებით დამთავრებული, ომის პარტიას წარმოადგენენ. ეს მათი გეგმაა, რომელსაც ვერ აჰყვები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი. განცდა იმის, რომ დამარცხდებიან, რასაკვირველია, უცხო არ არის, რადგან 2012 წლიდან არცერთი არ მოუგიათ. რეალურად, დამარცხებას ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი უნდა ელოდოს, რომელიც ხალხს დაპირისპირებისა და საქართველოს უკრაინიზაციისაკენ მოუწოდებს. რასაკვირველია, დამარცხება არ აცდებათ. არანაირი გეგმა და ხედვა არ გააჩნიათ. ამოჩემებული აქვთ დაზეპირებული საკითხები, თითქოს აქ არჩევნები გაყალბდა ან საგარეო კურსი შეიცვალა, მეტი არანაირი პროგრამული წინადადება არ გააჩნიათ. რასაკვირველია, თვითმმართველობის არჩევნებს მწარედ წააგებენ, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში ხდება. საქართველოში დესტაბილიზაცია და დაძაბულობა არავის, მათ მხარდამჭერებსაც კი არ აწყობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო

ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“, რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა

ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაჩერებს საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია