ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება – იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო

ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება – იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, ოპოზიციამ უნდა გაიხსენოს გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც სხვისთვის ორმოს მთხრელი თავადვე აღმოჩნდება ამ ორმოში და შეწყვიტოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმა.
„ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება.
მიშას აწამებენო და საერთაშორისო სასამართლომ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნია.
კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გამო არ მოგვცემენო და სტატუსიც მოგვცეს და თავადვე ამხილეს საკუთარი ლიდერები, თუ როგორ ითხოვდნენ დასავლეთში, რომ საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ.
დან ფრენების აღდგენა ქვეყნის ღალატად გაასაღეს და დღეს თავად უჭერენ ამ გადაწყვეტილებას მხარს.
სანქციებთან საქართველოს მიერთებას კატეგორიულად ითხოვდნენ და დღეს ესეც თავად უარყვეს.
ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ხელისუფლებას დააბრალეს, საარბიტრაჟოში იჩივლეს და ორი მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოსთხოვეს საქართველოს.
შედეგი აქაც მათ საწინააღმდეგოდ დადგა. დადგინდა, რომ ხელისუფლებას არც ირიბად და არც პირდაპირ მათთვის ხელი არ შეუშლია და 650.000 დოლარის გადახდა იქით დაეკისრათ.
იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ