,,ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს“ – დიმიტრი ხუნდაძე

,,ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს“ –
პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ოპოზიცია თანდათან სულს ღაფავს, რადგან საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება. მიშას აწამებენო და საერთაშორისო სასამართლომ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნია.
კანდიდატის სტატუსს “ქართული ოცნების” გამო არ მოგვცემენო და სტატუსიც მოგვცეს და თავადვე ამხილეს საკუთარი ლიდერები, თუ როგორ ითხოვდნენ დასავლეთში, რომ საქართველისთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ.
დან ფრენების აღდგენა ქვეყნის ღალატად გაასაღეს და დღეს თავად უჭერენ ამ გადაწყვეტილებას მხარს.
სანქციებთან საქართველოს მიერთებას კატეგორიულად ითხოვდნენ და დღეს ესაც თავად უარყვეს.
ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ხელისუფლებას დააბრალეს, საარბიტრაჟოში იჩივლეს და 2 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოსთხოვეს საქართველოს.
შედეგი აქაც მათი საწინააღმდეგო დადგა. დადგინდა, რომ ხელისუფლებას არც ირიბად და არც პირდაპირ მათთვის ხელი არ შეუშლია და 650.000 დოლარის გადახდა იქეთ დაეკისრათ.
იქნებ ამ უსამშობლოებმა გაიხსენონ, რომ ნათქვამია: “სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ თავად აღმოჩნდები ამ ორმოშიო”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”