ოპოზიცია ახალ სკანდალზე: ეს არ იყო წამოყვირება, კალაძემ ოხანაშვილი და მდინარაძე გასცა (ვიდეო)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას ეხმიანებიან და ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების დაწყებაა აუცილებელი.

  • ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა, რაც სუს-ის ვერსიას სრულიად ეწინააღმდეგება.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ჟურნალისტებთან თბილისის მერს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია. მისი თქმით, სუს-ის უფროსთან და ასევე სთან დაპირისპირებაში იმყოფება:

ოხანაშვილი-მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოაყვირა ახლა, რომ აი, იცით რა ჩამოვიყვანეთ, არადა სუს-ის ვერსია აბსოლუტურად სხვა არის.

ეს ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან გასცა ფაქტობრივად ოხანაშვილ-მდინარაძის ვერსია. 

ეს ოპერაცია ჩაატარა ГРУ-მ, ს სპეცსამსახურებმა, რომლებმაც საჩუქარი გაუკეთეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან.

ს სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს, კალაძემ ფაქტობრივად ეს ყველაფერი გასცა. შესაბამისად სასამართლოს საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა, გენერალურმა მდივანმა ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.