ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და ს შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” აცხადებს. ამის შესახებ განცხადება მათი საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ გააკეთა. მანამდე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, არჩევნებზე მიღებული ხმები დაიცვას.
“ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ”, – თქვა გვარამიამ.
საქართველოს პრეზიდენტი კვირას, 27 ოქტომბერს, დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ არჩევნების ის შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, არის მრავალმხრივი, სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით მიღწეული. ამ შედეგს ის არ აღიარებს და ამბობს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მანიპულაციის დამტკიცება შეიძლება, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმებაა.
27 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება.
„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა ს სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, არ გავატანოთ ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება“, – განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა მ.
პარტიის, “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნებზე იყო სისტემური ხასიათის დარღვევები: მათ შორის, ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზეწოლა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოეპარათ არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ “ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

ირაკლი კობახიძე – ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს – გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს