ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული

ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მმართველ პარტიას აქვს 55%-იანი რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ოთხივე რომ გაერთიანდნენ, ის ორი რომ გაერთიანდეს, ერთი რომ დარჩეს, არც ერთი რომ არ დარჩეს, ასეც და ისეც ტოტალური მარცხისთვის არიან განწირულები. არავითარი შანსი არ აქვთ. როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, 55%-ს ვართ გადაცილებულები, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი