ოპოზიციას უჭირს გაერთიანება, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

“დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა,” – ამ განცხადებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აკეთებს:
„როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.
საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს ქართული ოცნების მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას…
გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი 1 და 2-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ნაცმოძრაობის წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის“

ასევე დაგაინტერესებთ