ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია – წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, “სპეციალურად იწყება წინასაარჩევნოდ, რათა აქციების გამართვას ხელი შეეშალოს”.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს გზების გადაკეტვა იგეგმება, რაც აბსურდია.
“არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კარგად იციან, რომ არჩევნებზე მათი შანსები ნულს ქვემოთ არის. კონკრეტულ პროექტს რაც შეეხება, რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურთ, გაუგებარია, რატომ შეუშლით ხელს შენობების რეაბილიტაცია? ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, რაც აბსურდია. ამ რეაბილიტაციას არ სჭირდება გზების გადაკეტვა. სამუშაოები როცა დასრულდება, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია, მაშინ კი მოგვიწევს დროებით ქუჩის გადაკეტვა და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა