ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან. მოქალაქეებმა მათ წინასაარჩევნო ბანერზე უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს

ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან. მოქალაქეებმა მათ წინასაარჩევნო ბანერზე უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ოპოზიციის განცხადებები მთავრობისგან ისეთი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, რომლებიც ქვეყანას რუსეთთან ესკალაციამდე მიიყვანა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიცია ასეთ ნაბიჯებს მეორე დღესვე გადადგამს.
„მეორევე დღესვე დაიწყებენ მებრძოლების მობილიზებას ში გასაგზავნად, იფიქრებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ჩაკეტავენ ცას, დაკეტავენ საზღვრებს, შემოიღებენ სავიზო შეზღუდვებს და ა.შ. ეს მათ კანონპროექტების დონეზე აქვთ წარმოდგენილი პარლამენტში. ერთი კვირა დასჭირდებათ, იმისთვის რომ ეს ყველაფერი კანონად აქციონ და ეს შეზღუდვები დააწესონ.
რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ესკალაციაში შესვლას რუსეთთან და ესკალაციის ბოლოს რაც არის, ამ ქვეყანას არაერთხელ უნახავს. როგორც მინიმუმ, ეს იქნება ეკონომიკური კატასტროფა და კრიზისი საქართველოსთვის და დიდი ალბათობით, ეს იქნება ცხელი ომი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და ა.შ. მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში. ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირება და ასე შეხედოს ყველა მოქალაქემ, მათ წინასაარჩევნო ბანერზე უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“