ოპოზიციას და მათი პატრონებსაც იმდენად ესაჭიროებათ რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და ტემპერატურის აწევა, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც მოსალოდნელ პროვოკაციებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შესახებ ვიდეოების ფაბრიკაციაზეა საუბარი.
„ისინი წესებით არ თამაშობენ. გადავიდნენ აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები წინასაარჩევნოდ რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის გასაღვივებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები.
ექსპერტმა განმარტა, რომ არჩევნებამდე საჭიროა ამომრჩეველიც და პოლიტიკოსიც რაციონალურად მიუდგეს ყველა საკითხს, რადგან რადიკალების მხრიდან არაერთი პროვოკაციაა მოსალოდნელი.
„სუს-ის განცხადებას რაც შეეხება, ეს არის შეშფოთების საგანი, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით რაზე არიან წამსვლელები რადიკალური ოპოზიციის წევრები. ისინი წესებით არ თამაშობენ. გადავიდნენ აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს. იმდენად ესაჭიროებათ რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და ტემპერატურის აწევა, რომ სხვის ნივთებსაც კი აზიანებენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები ოპოზიციაც და მათი პატრონებიც. მაგალითად კუბილიუსი, რომელიც ყოველდღიურად გამოდის და ისე გველაპარაკება, თითქოს თავის ქვეყანაში დალაგებული აქვს ყველაფერი და გეოპოლიტიკური კატასტროფა არ ხდება ევროპის საზღვრებთან. რეალურად სხვა საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და არა საქართველოთი. ასევე, მაიკლ როთი, გერმანიის ცნობილი, ოდიოზური წარმომადგენელი. ისინი დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით, რათა მაქსიმალურად იქნას ტემპერატურა აწეული.
როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით განვიხილავ ასეთ განცხადებებს, მახსენდება თემურ ალასანიას და ს საუბრები, სადაც ამბობენ, რომ კილერსაც დაიქირავებდნენ და რომ ერთი ადამიანი თუ დაიღუპება, ამას მოჰყვება არეულობა. ეს არსებები არიან აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები და ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. საჭიროა, რომ ეს ერთი კვირა ამომრჩევლიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველა ვიყოთ ფხიზლად და მაქსიმალურად რაციონალურად შევხედოთ სიტუაციას იმიტომ, რომ იქნება არაერთი პროვოკაცია.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ს რომ თელავში არ ჩაესვლება, რომ ონკოლოგიაზე ვერასდროს ისაუბრებს, ცხადია, მშვიდი საარჩევნო კამპანია იქნება. ისინი ჩადიან საკუთარი ოფისებში, ხვდებიან საკუთარ ამომრჩეველს.
როგორც შექმნის ტექნიკურ მთავრობას და პრემიერად გილაურს თუ სხვას დააყენებს, ზუსტად ასე შექმნის ვაშაძე დიდ კოალიციას, იქნება ლიდერი და შემდეგ გააუქმებს სუსს.
არჩევნებში უცხოელი პატიოსანი ბიზნესმენი რომ გაჯობებს კაცს, რომელსაც პრეტენზია გაქვს ტექნოლოგიების ცოდნაზე, იუსტიციის სახლების მშენებლობაზე და სახელმწიფო აპარატის შექმნის ექსკლუზივებზე და ასეთ დღეში აღმოჩნდები, რაზე უნდა ვისაუბროთ,“- აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს

ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში