ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. მათი თქმით, პროტესტი 24-საათიანი იქნება.
“ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია”, – თქვა კოალიციის ლიდერმა მ.
პარალელურად გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.