ოპოზიციამ წინასწარ უნდა გამოაცხადოს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად – დავით ბერძენიშვილი

ოპოზიციას ვურჩევ, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში ის სიახლოვე, რაც ქარტიის ხელმოწერით დადასტურდა, გაღრმავდეს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ჩემი კეთილგანწყობა ყველა პლატფორმას, რომელიც კონკურენტუნარიანია გადალახოს 5%-იანი, მაღალი ბარიერი, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში ის სიახლოვე, რაც ქარტიის ხელმოწერით დადასტურდა, გაღრმავდეს. მგონია, რომ თუ ყველამ არა, აჯობებს ყველამ, თუ არა და ძირითადმა კონკურენტუნარიანმა პლატფორმებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატად, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გლობალურად უნდა დავინახოთ ცვლილებების ეტაპი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.