ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა – გრეტა წიწავა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ ოპოზიცია უარს იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც გრეტა წიწავა აღნიშნავს, ოპოზიცია ვითომ კინკლაობს, სინამდვილეში კი, ერთნი არიან და დავალების შესაბამისად იმოქმედებენ.
“ამბავი – ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა – მე მაინც მოგიწოდებთ კონსტრუქციული დიალოგისკენ… ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!!!” – წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს