ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე, ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი. ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ პირიქით

„ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ცვლილებები აუცილებლად იქნება.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩიბურდანიძე წერს, რომ „გამჭვირვალობის კანონის” პარლამენტში დაბრუნებით ხელისუფლებამ ოპოზიციას და მათ უცხოელ მმართველებს პოლიტიკური ხაფანგი დაუგო და თვალსაჩინო გახადა ის, რომ ოპოზიციას მთელი ქართველი ერი დაუპირისპირდა. ამით ხელისუფლებამ, ჩიბურდანიძის აზრით, პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა. საბოლოო გამარჯვებას კი ხელისუფლება 26 ოქტომბერს გაიფორმებს.
„გამჭვირვალობის კანონზე” ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მათგან მართულმა ევროპელებმა თუ ქართულმა ოპოზიციამ, თავიდანვე პოლიტიკური შტურმი მიიტანეს. მათ იცოდნენ, რომ სამართლებრივ კამათში წააგებდნენ და ამიტომ არ შევიდნენ თემის განხილვაში.
ეს იყო ამერიკის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც ხელისუფლებისგან მიიღეს ასევე პოლიტიკური პასუხი ამ კანონის მიღებით. ბუნებრივია, ამერიკის ინტერესებში არ შედის გამჭვირვალობა, წინასაარჩევნოდ იმ ყველაფრის გამოაშკარავება, რასაც მალულად აკეთებენ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებისთვის. ორი თვის განმავლობაში სრული რესურსი დახარჯეს, მაგრამ ამაოდ. ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი.
ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ პირიქით. ქართველი ხალხისთვის უკვე ყველაფერი ცხადზე ცხადია და სიტუაციის გადაფასებაც მოხდა. ყველანაირი ეროვნული ღირებულებისგან დაცლილ პოლიტიკურ უმცირესობას წინ აღუდგა ეროვნული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის უმრავლესობა. 17 მაისმა ქვეყანაში პოლიტიკური წერტილი დასვა. როდესაც „გამჭვირვალობის კანონის” პარლამენტში დაბრუნება გაცხადდა, მაშინ ვთქვით, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას და მათ უცხოელ მმართველებს პოლიტიკური ხაფანგი დაუგო. ასეც აღმოჩნდა, ოპოზიციას მთელი ქართველი ერი დაუპირისპირა და პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა. დარჩა მხოლოდ 26 ოქტომბერს ამის ოფიციალური გაფორმება,” – წერს თამარ ჩიბურდანიძემ.
Previous: ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ისე შემეცოდა, რომ დაცინვაც არ მომინდა – ირაკლი ლატარია

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს