ოპოზიციამ გაააქტიურა დესტრუქციული ქმედებები, ამის ნათელი მაგალითია რუსთავი

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი- ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება
„ვფიქრობთ, მათ [ოპოზიციამ] პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“-ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა. ალექსანდრე დალაქიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს, სადაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში