ოპერის ყველა გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს.
წიქარიძე წერს, რომ ბრძანების თანახმად, ოპერაში უკვე აიყვანეს ახალი თანამშრომლები. გათავისუფლებულები კი დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.
“დღეს ოპერის 17 გაფიცული თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან!
იცნობდეთ ამ სიბინძურის შემოქმედებს!
სირცხვილია, როდესაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თეატრს მართავს არაცივილიზებული ბრბო( ჩემი აზრით )! თეა წულუკიანი ბადრი მაისურაძე ეკატერინე გელაშვილი ირაკლი ალხაზიშვილი კოკა გაბუნია ნათია ხანდოლიშვილი ამირან ანანიაშვილი მეგობრებო ვწუხვარ, ამ ახალწლებზ ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ!
მოგსეხსენებათ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union ეგიდით ოპერისა და ბალეტის თეატრი 25 თანამშრომელი გაიფიცა, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მათი ხელფასი 500-600 იყო, გაფიცვა გაგრძელდა 53 დღე. პროფკავშორმა ყველა იურიდიული პროცედურა დაიცვა, ხოლო ოპერის ადმინისტრიაციამ პირიქით ყველა პროცედურული ნაბიჯი სამრთლებრივად მცდარად გადადგა.
ჩვენ მივმართელთ შრომის ინსპექციას საჩივრით, რამაც ოპერის ადმინისტრაცია გააცეცხლა, რადგან მათ ბევრი პრობლემა აქვთ დასაქმებულებთან.
ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. პროცედურის დაცვით ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი ამ უნამუსოებმა, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა.
ეს არის ფაშისტური კულტურის პოლიტიკა და ვინც ამას ამართლებს არის ჩვეულებრივი ფაშისტი! ეს ხალხი არის ჩვენი ქვეყნის სახადი!
იმ ასამდე სარჩელს, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემის წინააღმდეგ არის შესული სასამართლოში კიდევ 17 სარჩელი დაემატება! მორალურადაც აგებს ესხალხი პასუხს! ბრძოლა გრძელდება! მდუმარება კი გვამახსოვრდება!” – წერს ნიკოლოზ წიქარიძე
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი 3 ნოემბერს გაიფიცა.
[ფოტო: პუბლიკა]