წელს აშშ-მ პირველი ადგილი დაიკავა ქვეყნების რეიტინგში ონლაინ აზარტული თამაშების სექტორში შემოსავლების მიხედვით.
ამას შესახებ Japanese Online Casino Guide-ი წერს, რომელიც Statistica-ს მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.
შედეგები აჩვენებს ამ ინდუსტრიის პოპულარობის მნიშვნელოვან ზრდას მთელს მსოფლიოში.
ქვეყნების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით ონლაინ კაზინოს სექტორში 2024 წელს ასეთია:
პირველ ადგილზე $23,03 მლრდ-ს შემოსავლით აშშ-ია (მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 20,3%);
მეორე ადგილი დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა $13,78 მლრდ შემოსავლით, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 27,9% გეგმავს ონლაინ თამაშში ჩართვას;
მესამე ადგილზეა ავსტრალია $10,14 მლრდ შემოსავლით.
TOP 10-ის დანარჩენი პოზიციები ასე გამოიყურება:
იაპონია ($6,19 მლრდ);
გერმანია ($5,65 მლრდ);
კანადა ($4,19 მლრდ);
საფრანგეთი ($4,12 მლრდ);
იტალია ($3,21 მლრდ);
ინდოეთი ($2,9 მლრდ);
ესპანეთი ($1,97 მლრდ).
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ რეკორდულ 52.6 მლრდ ლარს მიაღწია და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.7 მლრდ ლარით გაიზარდა, 2020 წელთან შედარებით კი 20.5 მლრდ ლარით მეტია. კერძოდ, 2021 წელს ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 29% იყო. ცნობისათვის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 32%, 2020 წელს კი 28%.
საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, აზარტული თამაშების კომპანიებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 10,067-ია, საშუალო თვიური ანაზღაურება კი 2,874 ლარს შეადგენს.
მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნით, 2008−2022 წლებში საქართველოში სათამაშო ბიზნესის ფინანსური ბრუნვა დინამიკურად იზრდებოდა. კერძოდ, იგი 2022 წელს 2008 წელთან შედარებით 743-ჯერ იყო გაზრდილი. ამ ინდუსტრიაში შემოსავლების მკვეთრი ზრდა სათამაშო ბიზნესის გაზრდილ პოპულარობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე რეგისტრირებულია 1 მილიონზე მეტი ანგარიში, რომელთა მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არიან. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს. ბუნებრივია, აზარტული თამაშების ანგარიშის ყველა მფლობელი თამაშდამოკიდებული პირი არ არის, თუმცა აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემი საქართველოში გემბლინგის პოპულარობაზე მეტყველებს“, – ნათქვამია პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში.