ონლაინ განვადების უპირატესობები

ონლაინ განვადება დღეს მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო სერვისია. შეგიძლია მარტივად შეიძინო შენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთი და თანხა რამდენიმე თვეზე გადაანაწილო. ყოველთვიურად გადასახდელი თანხის რაოდენობა დამოკიდებულია ნივთის ღირებულებაზე.საქართველოში ონლაინ განვადებას ბანკები გასცემენ 3-დან 24 თვემდე ვადით.დღეს ონლაინ განვადებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი საცალო ვაჭრობის ობიექტებსა თუ ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე. მაგალითად, Extra-ზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ქართული იქომერს პლატფორმაა, შენთვის სასურველ ნებისმიერ ნივთს 5 ბანკის ონლაინ განვადებით იყიდი:
·
· სფეისი
· ბანკი
· ტერა ბანკი
· Კრედო
რომელი ბანკიც უნდა აირჩიო, ექსტრაზე ონლაინ განვადების პროცედურა მარტივია და პასუხსაც მოკლე დროში მიიღებ.
რატომ ჯობია ონლაინ განვადებით ყიდვა
ონლაინ განვადებით, ნებისმიერი ღირებულების ნივთი ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.
· ხელმისაწვდომობა: ონლაინ განვადება საშუალებას გაძლევს გაანაწილო შესყიდვის ღირებულება რამდენიმე წელზეც კი. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ შემთხვევაში, როცა მთლიანი თანხის წინასწარ გადახდას ვერ ახერხებ.
· მოხერხებულობა: მთელი პროცესი, პროდუქტის არჩევიდან დაწყებული განვადებამდე, ხდება მარტივად და ონლაინ. ონლაინ განვადება განსაკუთრებით კომფორტული და მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ყველაფრის ყიდვა სახლიდან გაუსვლელად უყვართ.
· გაზრდილი გაყიდვები კომპანიებისთვის: საცალო მოვაჭრეებისა და ბიზნესებისთვის ონლაინ განვადება ხელსაყრელია. თუ ბიზნესი გაქვს და პროდუქტს ყიდი, ონლაინ განვადების შეთავაზებით, მომხმარებელთა გაცილებით დიდი რაოდენობის მოზიდვაა შესაძლებელი.
· ფინანსური მოქნილობა: ონლაინ განვადება გეხმარება უკეთ დაგეგმო და გადაანაწილო ყოველთვიური ბიუჯეტი და ხარჯები.
· უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი განვადება: ზოგიერთი ბანკი გთავაზობს უპროცენტო ან დაბალ საპროცენტო განაკვეთს. პროცესი გამჭვირვალეა და ამ ყველაფრის გაგება ონლაინ განაცხადის შევსების პროცესშიც შეგიძლია.
· საკრედიტო ისტორია: ონლაინ განვადებით სარგებლობის შემთხვევაში იქმნება შენი საკრედიტო ისტორია. განვადების პასუხისმგებლობით და ვადებში დაფარვა დადებითად აისახება შენს საკრედიტო ისტორიაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ განვადებით სარგებლობამდე, გადახედო ყველა ბანკის განვადების პირობებს და ამის მიხედვით აირჩიო შენთვის საუკეთესო ვარიანტი.
დეტალურად გაეცანი შენ მიერ შერჩეული ბანკის პირობებს, თვეების რაოდენობას, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის გრაფიკს და იყიდე სასურველი ნივთი უმოკლეს დროში.