ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ღარულას ჭალაში, საბავშვო ბაღი შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გეოლოგი რიმა გოდოლაძე ავრცელებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
მისი თქმით მდინარე ღარულა ღვარცოფული მდინარეა და მის ხეობაში მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეიძლება. ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილზე არის გაკეთებულია, მაგრამ ეს ბავშვების უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის.
იმის გასარკვევად, ვინ გასცა ღვარცოფული მდინარის ხეობაში საბავშვო ბაღის მშენებლობის ნებართვა, ირმა გოდოლაძემ ონის მუნიციპალიტეტს მიაკითხა. მისი თქმით, ღარში სამშენებლო ნებართვა ონის მუნიციპალიტეტის მიერაა გაცემული და ონის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულია შოვის გრგ-ც.