ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოზე:
„მიმალვა და ახალი დანაშაულის საფრთხე, ანუ ახალი დანაშაულის საფრთხეს… ლოგიკაში ვერ ვხვდები, ვთქვათ, აი მართლა ჩავიდინე დანაშაული, ნებისმიერი რამე დანაშაული და მომისაჯეს 4 წელი. 4 წლის მერე რომ გამოვალ, არ იქნება ეს საფრთხის შემცველი, მითუმეტეს რომ, ჩემთვის ციხე არაა გამოსასწორებელი ადგილი, მე ვარ პატიოსანი, წესიერი მოქალაქე, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია არასდროს ცხოვრებაში, ახლა ვფიქრობ ხოლმე, 33 წლის რომ გამოვიდე ახლა აქედან მე, გაბოროტებული, მერე არ ვიცი… მაგრამ მაინც არ გავბოროტდები, ეგეთი ადამიანი არ მგონია, რომ ვიყო.
მეორე არის მიმალვის საფრთხე, აი, ერთი ადგილი მითხარით თეორიულად, სად შეიძლება მე მივიმალო, ბატონო მოსამართლე, თქვენ არ გეცოდინებათ და მე გეტყვით რომ ჩემი ყოველი დილა იწყებოდა იაფფასიანი ენერგეტიკულით და სიგარეტით. მე სად უნდა მივიმალო, სად უნდა წავიდე, შეიძლება 29 წლის ასაკში ავდგე და წავიქცე, ადვოკატთან რომ გადავდივარ ხოლმე სანახავად, უკან ვეღარ ვბრუნდები თუ არ დავისვენე, სად უნდა მივიმალო, ერთი ადგილი მითხარით თეორიულად, აი სად შეიძლება რომ მივიმალო.
ჯერ ერთი, შეურაცხყოფებზე როცა ვლაპარაკობთ ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ მე არსად არ მივიმალები, არაფერს არ გავურბივარ, მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვით, ვივლი გარედან. მომისჯით კი ბატონო, არ არის პრობლემა, არ მეშინია მაგის. თავი მაქვს გადადებული, ასე ვთქვათ. ვიღაცებს შეიძლება არ გესმით, რატომ ვზივართ აქ, რაღაცებს იძახით, თითქოს დადგმული გვქონდეს ეს ჩვენ, გააზრებული მაქვს, სადაც ვიდექი და რატომ ვიდექი და კიდეც გააზრებული მაქვს, ტყუილად რომ ვართ აქ.
მაინტერესებს პროკურორისგან, რომელიმესგან, ეს ორი არგუმენტი რომ დააქვთ შვიდი თვეა, შვიდ თვეში რაღაც ახალს მოვიფიქრებდი? იურიდიულზე არ მისწავლია საერთოდ, მითხარით ერთი ადგილი თეორიაში, თქვენს წარმოდგენაში, ჩემს ადგილას რომ წარმოიდგინოთ თავი, სად მივიმალები, შეგიძლიათ მითხრათ? კაი, მე ვიტყვი მაშინ. ერთადერთი ადგილი მაქვს სადაც მივიმალები, ბატონო ვახტანგ, გაბიტაშვილმა რომ სიგელი გადმოგცათ, მაგ სიგელის უკან ვიქნები ამოფარებული. ახლა როგორც გინდათ ისე მოიქეცით“.