ონისე ცხადაძე – ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის „პოსტი“, თურმე, კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ წილოსანს

ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე, კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან საკუთარი სიტყვა მოსამართლისთვის მადლობის გადახდით დაიწყო „ადამიანური დამოკიდებულებისთვის“.
„რაც შეეხება პროტესტს, 2019 წლიდან ვცხოვრობდით მშვიდად, შემდეგ ირაკლი მ ჩამოიყვანა გავრილოვი, პოზნერი, ლავროვის შვილი, შემდეგ იყო რუსული კანონო ერთი და რუსული კანონი ორი… გამოვიდა, ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. მოვიდეს, კითხვებს დავუსვამ, თუ გასცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, სუფთა ადამიანებს ვერ დაელაპარაკებიან….
გამიგია იარაღის, წამლის, ქვის ჩადებაც გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად გავიგე…
რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ. მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რომ შევასრულე, მას მერე ჯგუფური არაფერი მქონია. გუშინ გავხდი 29 წლის და მინდა ყველამ მომილოცოს“, – განაცხადა ცხადაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა