ონისე ცხადაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

იუმორისტ ონისე ცხადაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს – დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი მისმა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა და “პირველებთან” თქვა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
უფლებადამცველის განმარტებით, ონისე ცხადაძეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და თავს მხნედ გრძნობს.
რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა ჩვენ მიმართ. ჩვენ ველოდით, რომ 225-ე მუხლი გვექნებოდა, ონისეს ბრალად წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. რაც შეეხება ფორმულირებას, ფაქტობრივად, ბრალის შესახებ ფორმულირება არის ერთი და იგივე ყველასთან მიმართებით, ვისაც ბრალი დღეს წარუდგინეს. აქ მოთხრობილია დანაშაულებრივი ხასიათი სხვადასხვა პირთა მიერ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რაში გამოიხატა ონისე ცხადაძის სავარაუდო დანაშაული”, – ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…