ონისე ოქრიაშვილი: საერთოდ არ მჭირდება ეუთო-ოდირის დასკვნა იმის გასაგებად, რომ “ქართული ოცნების” გორსალები მოპარული ხმებით სხედან პარლამენტში

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამ ბანერებით სიარული ს მცირე მოდელია. და მე საერთოდ არ მჭირდება ეუთო-ოდირის დასკვნა იმის გასაგებად, რომ “ქართული ოცნების” გორსალები მოპარული ხმებით სხედან პარლამენტში.
დღეს ეს მესიჯი მქონდა. როგორც ყოველთვის, მგზავრების ნახევარი ან არ კითხულობდა, ან კითხულობდა და არ იმჩნევდა. გაიხსენეთ, ეს ხომ ისედაც ასეა – არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა ბოლო წლებში 60 პროცენტს არ ასცილებია.
დანარჩენს გეტყვით: ჩემი ასაკის დაბღვერილი ბიჭები თანხმობის ნიშნად თავს იქნევდნენ ბანერის წაკითხვისას, კბილების ღრჭიალის ხმას გაიგებდი ისე უჭერდნენ ყბებს. ერთმა 45 წლამდე ქალმა fist bump გამიკეთა. ვერც მან გაიღიმა, წაშლილი ჰქონდა სახე. ასე 30 წლის ქალმა ვაგონიდან გასვლისას მომკიდა ხელი და თითქმის ჩურჩულით დამაწია მადლობა. იყო რამდენიმე მომართული მუშტი, ბრძოლისთვის მზადყოფნის შესატყობინებლად. ბევრმა გადაიღო ფოტო. ერთმა კაცმა თავის ტელეფონში ჩამძვრალ 12-13 წლის ვაჟს გამოახედა, წაიკითხე რა წერია იქო, მერე კი უხსნიდა კონტექსტს. ერთხმად შეთანხმდა ეს ოთხ ვაგონიანი მატარებელი რაღაცაზე. იგრძნობოდა ჰაერში ნაპერწკლები. და ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი მხარდაჭერა მაინც ეს ჩუმი გულჩათხრობაა ხოლმე. წაიკითხავენ მესიჯს ბანერზე და თითქოს სადღაც უფსკრულში ეშვებიან ზურგით, მოწყვეტით, მერე კი, დაცემამდე წამებით ადრე, ისევ უძალობის ბადეს ენარცხებიან და იქ ლივლივებენ წყლიანი თვალებით. სულ ვოცნებობ, ამ ადამიანებმა ერთხელ მაინც გამოცადონ საერთო გამარჯვება, ერთხელ მაინც ირწმუნონ სამართლიანობის. იმ ბადეზე სიკვდილისთვის ცოდოები ვართ.
ამ ყველასთან ერთად ასევე იყო ერთი 70 წლამდე კაცი, რომელმაც მომაკურთხა ვაგონის მეორე ბოლოდან. სანამ ახლოს ვედექი მხოლოდ მიბღვერდა. ეგ არაფერი. როცა ამდენი მხარდამჭერია გარშემო, გულს ვერ ეკარება ვიღაცის იმპულსური შეურაცხყოფის ამოხეთქვა.
ასეთია არჩევნების შედეგი: საზოგადოების უმეტესობა თანხმდება რომ თეა ჯალათია. ანწუხელიძე უკვდავი გმირია. მოღალატე რეჟიმი უნდა დაემხოს.
და ვიცი, რომ აუცილებლად აღსრულდება ეს ნება. მაგ დღემდე კი ამ ბანერს სახლიდან ყველა გამოსვლისას გულზე მიკრულს და ზემოთ აღმართულს ვატარებ.
P.S. ამ მეტროსადგურთან იმიტომ გადავიღე ფოტო რომ საზმაუს ახალი მისამართი შემოგასწავლოთ ;დდ აქედან არის 10 წუთის სავალი ფეხით და აწი უფრო ხშირად გვექნება მანდ აქციები. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის” – წერს სოციალურ ქსელში სტენდაპერი ონისე ოქრიაშვილი.