ონისე ოქრიაშვილი: მინდა გიორგი გორგაძეზე შეგახსენოთ – ეროვნული ნაკრების ცალმხრივი ქომაგი (ვიდეო)

„მინდა გიორგი გორგაძეზე შეგახსენოთ – ეროვნული ნაკრების ცალმხრივი ქომაგი“ – ონისე ოქრიაშვილი ეროვნულ სტადიონთან, სადაც საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი იწყება, საპროტესტო აქციას მართავს.
„მოვედი, რომ ქომაგებს შევახსენო სინდისის პატიმრების შესახებ, ადამიანების, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. ეს ბიჭები ეროვნული ნაკრების დიდი გულშემატკივრები არიან.
დღეს მინდა, კონკრეტულად გიორგი გორგაძეზეც შევახსენო ნაკრებს. ბანერზე აწერია – „ეროვნული ნაკრების ცალმხრივი ქომაგი, 21 წლის პოლიტპატიმარი გიორგი გორგაძე“. მე ამით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად იმისა, ეს ბიჭი იქიდან ქომაგობს ნაკრებს, ნაკრები არ ქომაგობს მაგას.
ამაზე დაფიქრება, არამხოლოდ ნაკრებს, გულშემატკივარს და ყველას გვმართებს, რატომ გავხდით ცალმხრივი სოლიდარობის ქვეყანა“, – ამბობს ონისე ოქრიაშვილი „პუბლიკასთან“.