ონანა: “მანჩესტერი” “ლიონზე” გაცილებით უკეთესი გუნდია

10 აპრილს, ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ლიონი” “მანჩესტერს” უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ კომენტარი სტუმართა გუნდის მეკარემ, ანდრე ონანამ გააკეთა:
“ლიონი” ძალიან კარგი გუნდია, მათ ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობთ, მაგრამ არ მგონია, მათზე ფიქრი გვჭირდებოდეს. საუბარი უფრო ჩვენზეა, იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ.
ვფიქრობ, “ლიონზე” უკეთესი გუნდი ვართ. უბრალოდ იმის ჩვენება გვჭირდება, რასაც წარმოვადგენთ. თუ იქ გამარჯვების მოპოვების განწყობით ჩავალთ, მობილიზებული, კომპაქტური ვიქნებით, გეგმის მიხედვით ვითამაშებთ, მაშინ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მგონია, “ლიონზე” გაცილებით ძლიერები ვართ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში