ონანას “მანჩესტერში” ლუნინი შეცვლის?

“მანჩესტერი” მზადაა 28 წლის მეკარე ანდრე ონანაზე ს კლუბების შეთავაზებები განიხილოს, – იტყობინება TBR Football-ი.
ონანა “მანჩესტერმა” 2023 წელს “ინტერისგან” 50.2 მილიონ ევროდ შეიძინა, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი ახლა 32 მილიონია და თავადაც თანახმაა კლუბის გამოცვლაზე.
“მანჩესტერი” კამერუნელის შემცვლელად “რეალის” უკრაინელ მეკარეს ანდრეი ლუნინს მოიაზრებს.