ონანას ისევ “მანჩესტერში” უნდა, “იუნაიტედს” აღარ – კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 29 წლის კამერუნელი მეკარე ანდრე ონანასა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გზები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საბოლოოდ გაიყოფა.
გამოცდილი კიპერი ამ სეზონში იჯარით “ტრაბზონსპორში” ასპარეზობს და თავის საქმეს საკმაოდ კარგადაც აკეთებს. აფრიკელს “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა სურს, თუმცა “წითელი ეშმაკების” ბოსები ამას კატეგორიულად გამორიცხავენ.
თუ საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ “ტრაბზონსპორი” ონანას არ გამოისყიდის, მაშინ “მანჩესტერი” მის სხვა გუნდში გაყიდვას შეეცდება.