“ომში, თანამებრძოლს ზურგში დანა არ უნდა ჩაარტყა” – ანა წითლიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:
ეს პოსტი ხაბეზე არ არის.
ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება ხაბესთან დაკავშირებით ისედაც ცხადია. ომში, თანამებრძოლს ზურგში დანა არ უნდა ჩაარტყა. თუნდაც გეზიზღებოდეს, ეგ მაინც არ უნდა ქნა თუ სწორი ადამიანი ხარ, სწორი ღირებულებებით. დღეს, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, ყველა ომში ვართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ერთი თუ დაეცემა მეორემ უნდა წამოაყენოს. ან ყველა ერთად ვიმარჯვებთ ან ყველა ერთად ვმარცხდებით. პაატა ბურაჭულაძე არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. 4 ოქტომბრის ანონნსაც ცოტა გვიან დავეწიე მაგრამ რა სიბინძურეც აგორდა იმის გათვალისწინებით, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო. ნებისმიერ თარიღს, ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ წინააღმდეგობას რეჟიმის წინააღმდეგ, ვისი დაორგანიზებულიც არ უნდა იყოს მხარს დავუჭერ, დავეხმარები და ბოლომდე ვიბრძოლებ. გინდათ 4 ოქტომბერი იყოს, გინდათ 30 ნოემბერი, გინდათ 31 მაისი. იმის შიშით რომ თუ რამე არ გამოვიდა, “რამე არ შემეტენოს” – გაშავება სწორი არ არის. ასე ომი არავის მოუგია და არასწორი მოლოდინების შექმნაზე არგუმენტები მხოლოდ ნამდვილი მიზეზის დაფარვის მცდელობაა. ამის დალაგება (არასწორი მოლოდინების თავიდან აცილება) და მესიჯების შეთანხმებაც შეიძლებოდა რომ არა, ვიღაცეების უპირობო ლიდერობის ეგოების დატოლება. მე გამარჯვების მჯერა. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს.
Paata Burchuladze – 4 ოქტომბერს დასრულდება რეჟიმი თუ არა არ ვიცი, იქნებ მანამდეც დასრულდნენ, ან იქნებ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდეს მაგრამ ამ ბრძოლაში, თქვენს გვერდით მიგულეთ.