ომში დაიღუპა 23 წლის, ცნობილი უკრაინელი მფრინავი – “ლურჯი ჩაფხუტი”

საბრძოლო დავალების შესრულებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 114-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის 23 წლის პილოტი, ვლადისლავ ზალისტოვსკი, საძახისით “ცისფერი ჩაფხუტი” (Blue Helmet) დაიღუპა. Суспільне წერს, რომ აღნიშნული 114-ე ბრიგადაში დაუდასტურეს.
ის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სასწავლებელმა ასევე დაადასტურა მისი დაღუპვა.
23 წლის ბიჭი იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი. ის ფრენის ვიდეობეს სოციალურ ქსელებ – Instagram-სა და TikTok-ზე აქვეყნებდა, სადაც ათასობით “გამომწერი” ჰყავდა.
“არცერთი ჩვენგანი აღარ იხილავს ახალ ლურჯი_ჩაფხუტის ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა, თუმცა ის მხოლოდ 23 წლის იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე 23 წელი, და ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი და უკვე ჰქონდა ათობით საბრძოლო გაფრენა მის დამსახურებაში. მე ქედს ვიხრი მის წინაშე და პატივს ვცემ, როგორც ნამდვილ საბრძოლო პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!” – წერს მისი თანამებრძოლი მეტსახელად Air Fighter “ინსტაგრამზე”.