“ომს ვიწყებთ ჭორვილელი ხიხოს მიერ შექმნილი 12-წლიანი მარაზმის წინააღმდეგ” – მარინა ხატიაშვილი

ფოტო – ტვ პირველი
იძულებითი გამოსახლების პრაქტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის აკისრებენ – დღეს აქციის მონაწილეებმა და მევახშეებისგან დაზარალებულმა ხალხმა ქართველ ოლიგარქს დაპირებებიც შეახსენა.
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე მოქალაქეებს პირდებოდა, რომ სესხების აღებას დაბალ პროცენტში შეძლებდნენ და ეს პრობლემა დასრულდებოდა.
მარინა ხატიაშვილი, რომელიც გუშინ საცხოვრებლიდან იძულებით გამოასახლეს, ტვ პირველთან, ამბობს:
“ჩვენ ახალ ვიწყებთ მთავარ ომს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ, სინამდვილეში ამ ჭორვილელი ხიხოს მიერ შექმნილი 12-წლიანი მარაზმის წინააღმდეგ. გვაქვს ჩვენი გეგმები, ამას არ ვიტყვი, ნელ-ნელა გამოჩნდება. ძალიან მალე მორატორიუმს გამოაცხადებენ, ამის გარანტიას გაძლევთ”

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას